среда, 4 июля 2018 г.

პროექტის სახელწოდება: „ქალაქი, რომელიც ჩემს ქალაქს არ ჰგავს!“


1. პროექტის სახელწოდება: „ქალაქი, რომელიც ჩემს ქალაქს არ ჰგავს!“
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს, ისტ-ის გამოყენებით მოიძიებენ მასზე ინფორმაციას, დაამუშავებენ და წარუდგენენ აუდიტორიას. შეძლებენ დამოუკიდებლად მუშაობას; გამოიმუშავებენ გუნდური მუშაობის უნარს; განსაზღვრავენ დროს;
3.
პროექტის აქტუალობ:   ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ  ინტერნეტ სივრცე უფრო პროდუქტულად. სკოლაში მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. პროექტის მეშვეობით გამოუმუშავდებათ მათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი
4. პროექტის მიზნები: საინფორმაციო-სარეკლამო ტექსტის შექმნის სწავლა
5. მონაწილეთა ასაკი: 16 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: სამი გაკვეთილი
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტები, ვებ გვერდი; ფეისბუქგვერდი; ბლოგი
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
9.1. საყვარელი ქალაქის არჩევა; სამუშაო ჯგუფების შექმნა(მოსწავლეთა გადანაწილება ჯგუფებში ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით)
9.2 ინტერნეტის გამოყენებით საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მოძიება.
9.3. ინფორმაციის დახარისხება,დამუშავება.
9.4 საინფორმაციო-სარეკლამო ბუკლეტის, ვებ გვერდის ; ფეისბუქგვერდის;  ბლოგის შექმნა.
9.5 შექმნილი მასალის გამოყენება,რეკლამირება
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: :მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის ინფორმაციული ტექსტების (რეკლამის, აფიშის, ტელეგადაცემების, ფილმების ანონსის, ანოტაციის) წერა.
  • წინასწარ მოცემული პირობის მიხედვით ადგენს მცირე ზომის სარეკლამო ტექსტებს (რეკლამა, აფიშა);
  • განსაზღვრავს სარეკლამო ტექსტის მიზანს, ტექსტის ფორმატსა და ადრესატს და იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს (მაგ. რატომ უნდა უყუროს ამა თუ იმ გადაემას, ფილმს  და სხვა);
  • მიუთითებს ფაქტობრივ ინფორმაციას (მაგ., თარიღი, ფასი, ადგილი, პირობები და სხვა);

1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): დალი ოსეფაშვილი
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: daliosepashvili7@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: https://www.blogger.com/blogger.g?blogID=4680816335878695550#allposts


Комментариев нет:

Отправить комментарий

პროექტის სახელწოდება: „ქალაქი, რომელიც ჩემს ქალაქს არ ჰგავს!“

1. პროექტის სახელ წოდება : „ქალაქი, რომელიც ჩემს ქალაქს არ ჰგავს!“ 2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით : პროექტის იდეა მდ...